გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: მადლობა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმის და "დედაენის" მხარდაჭერისთვის

4-04-2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, "დედაენის" საკითხზე მომზადებული კანონპროექტის თანაავტორი, ზაზა გაბუნია "დედაენის" კანონპროექტის მეორე მოსმენის თაობაზე საუბრობს. 


"მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არსებობენ "დედაენის" მოწინააღმდეგეები და მოძულეები და ეს ხალხი საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტმა და მისმა უმრავლესობამ დღეს უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ გადაწყვეტილება "დედაენის" საკანონმდებლო მხარდაჭერისთვის, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ "დედაენა" სკოლებში შევიდეს და დამკვიდრდეს.


ანონმდებელმა ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ განათლების სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.


პროცესში ჩაერთვება ყველა ის სუბიექტი, ვისაც აქვს ამ საკითხში კომპეტენცია და გამოცდილება, პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რათა შედეგად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მონაწილეობით ნამუშევარი პროდუქტის სახით დაიდოს ნამდვილი, იაკობ გოგებაშვილის "დედაენა", რასაც ელის საზოგადოება და რაც არის დიდი და მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე. სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში და პარლამენტში არიან ადამიანები რომლებიც ამ დიდ საქმეს ხელს უშლიან.


მეორეს მხრივ, მინდა მადლობა ვუთხრა პარლამენტის ყველა წევრს იაკობ გოგებაშვილის დიდი საქმის და "დედაენის" მხარდაჭერისთვის" - ნათქვამია ზაზა გაბუნიას განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930