გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერის განცხადებით, 12 მაისს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე აღინიშნება

4-04-2019

მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.


პრემიერი დარწმუნებულია, რომ 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეროვნული დღესასწაული გახდება.


„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსსიის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ, ბუნებრივია პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ეროვნული დღესასწაული“ - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031