4-04-2019
სოფო ხუნწარიას განცხადებით, ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის ფარგლებში, ბიბლიოთეკარებს გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.
„ბიბლიოთეკარებთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა. რეფორმა გარდაუვალია და სულ ცოტა ხანში დასრულდება. 320-ვე ბიბლიოთეკარი გამოცდებისა და ტესტირების გარეშე შეუერთდება მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებს. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა, მათ შორის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება და წიგნების საცავების რემონტი, რომელსაც პირველ რიგში მივხედავთ", - განაცხადა სოფო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, რეფორმის შემდეგ ფუნქციონირებას 33-ვე ბიბლიოთეკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
13-01-2025