4-04-2019
ცნობილი კინორეჟისორი და სცენარისტი, გიორგი დანელია, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გია დანელია რეჟისორია ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორებიცაა "არ დაიდრდო" (1969) , "მიმინო" (1977) , "შემოდგომის მარათონი" (1979), "ქინ-ძა-ძა" (1986).
გავრცელებული იფორმაციით, რეჟისორი თებერვლის ბოლოს მოსკოვის საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს.
გიორგი დანელია 1930 წელს დაიბადა თბილისში. იგი 1939 წლიდან ოჯახთან ერთად რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი და 1954-1955 წლებში ამ პროფესიითაც მუშაობდა.
რეჟისორი თავის ფილმებს "ნაღვლიან კომედიებს" უწოდებდა და თვლიდა, რომ ფილმები, რომლებმაც მას მეტი აღიარება მოუტანა, არ იყო მისთვის გამორჩეული ნამუშევრები, მაგრამ ყველა ასეთ ფილმს იგი "ხუთიანებს" უწერდა.
დანელიას ფილმი "სერიოჟა" 1960 წელს კარლოვი ვარში "ბროლის გლობუსით" დაჯილდოვდა.
დანელიას აზრით, მისი შემოქმედების საზოგადოებისათვის გამორჩეული ნამუშევრები იყო "არ დაიდარდო" და "შემოდგომის მარათონი".
გიორგი დანელიას ავტობიოგრაფიული წიგნი "უბილეთო მგზავრი" ნათარგმნია ქართულ ენაზე.
მიუხედავად რუსეთში ცხოვრებისა, ცნობილ კინორეჟისორს არასდროს გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან. მის ფილმებში სისტემატურად მონაწილეობდნენ ქართველი მსახიობები. დანელიას ბევრი ფილმისათვის კი მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა.
13-01-2025