გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიმდინარე წელს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება

4-04-2019

მიმდინარე წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება, სამუშაოები 2021 წელს დასრულდება - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, გასულ წელს დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების და ელექტროობის ახალი სისტემები, შეიცვალა განათების ქსელი. 2019 წელს გამოცხადდა კონკურსი სასახლის არქიტექტურული კომპლექსის კვლევა-პროექტირებაზე და მალე დაიწყება სასახლის სრული რეაბილიტაცია.


„სასახლე, რომელიც 4000 ბავშვს ემსახურება, წლების განმავლობაში საჭიროებდა რეაბილიტაციას. აქ უმძიმესი მდგომარეობაა. ვიწყებთ ამ სასახლის რეაბილიტაციას. წელს 8 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ სამუშაოები ჩატარდეს. ორი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ ამ შენობის სრულად რესტავრირებულ ისტორიულ ნაწილს. შვიდკაცას გუნდი შევიდა სასახლეში და მადლობა მათ ამისთვის, გარდა ამისა, შეიქმნა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. ეს სასწავლო პროცესში, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ნაბიჯია“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031