გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველომ განვითარების ახალი, განათლებაზე გამავალი ტრაექტორია აირჩია

5-04-2019

"საქართველომ განვითარების ახალი, განათლებაზე გამავალი ტრაექტორია აირჩია. ეს ის გზაა, რომელიც თავის დროზე დღევანდელმა წარმატებულმა ქვეყნებმა აირჩიეს"-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა გააკეთა.


"მთლიანი შიდა პროდუქტის 6 და ბიუჯეტის 25 პროცენტი ის მაჩვენებელია, რომელსაც 10-15 წლის პერსპექტივაში საქართველოს თავისი ადამიანური კაპიტალით წამყვან ათეულში გაიყვანს. მსგავს გარდამტეხ მოვლენას ავტომატურად მსოფლიოს ინოვაციური, მრავალმილიარდიანი კომპანიების საქართველოში დაფუძნება და ქვეყნის სოციალური მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება მოჰყვება. ეს არის პრაქტიკა, რომელიც გაიარა ისრაელმა, იაპონიამ, ესტონეთმა და მრავალმა სხვა წარმატებულმა ქვეყანამ.


ძლიერი განათლება ძლიერი ეკონომიკის საფუძველია, ამიტომ ამ მიმართულებით სოლიდური რესურსის გამოყოფა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა"-აცხადებს დეპუტატი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031