გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა წერია წერილში, რომელიც სმითების საქმეზე აშშ-ის ელჩმა პროკურატურას გაუგზავნა

5-04-2019

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს მადლობის წერილი გაუგზავნა.


"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, განსაკუთრებით კი, პროკურორებს ნინო აღლემაშვილს, ზაზა დათუკიშვილსა და დავით ყაზარაშვილს, მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის 2018 წლის ივლისში სმითების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილ შემზარავ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეში. ასეთ საქმეებთან მუშაობა განსაკუთრებით რთულია. მათი წარმატებული გადაწყვეტა კი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ეს ყველაფერი შეეხოთ.

ჩვენ მივესალმებით თქვენს თავდადებას საქმის გახსნისადმი და თქვენ მიერ ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას გამოჩენილ ადამიანურობას. თქვენი თავდადებული პროფესიონალების შრომამ სამართლის აღსრულებისთვის ყველას გაუჩინა განცდა, რომ საქმე საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს ქართველ მეგობრებს მათ მიერ ამ ურთულეს დროს გაწეული ძალისხმევისთვის,"- ნათქვამია წერილში.


შეგახსენებთ, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, მალხაზ კობაურს 2019 წლის მარტში უვადო პატიმრობა მიესაჯა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930