გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში აზარტული და მოგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე კანონპროექტი ჩავარდა

5-04-2019

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო.


საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით ჩავარდა.

კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის ინიციატორები მის გარდა, უმრავლესობის წევრებიც არიან.

“თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველ გუნდს.


პარლამენტის მიერ ჩაგდებული პროექტის გათვალისწინებით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა და 10 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი ხდება. პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში.


ამავე პროექტით აკრძალვას ექვემდებარება ქართული საგადახდო ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031