გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, რადგან ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან

6-04-2019

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, ჩვენი რეგიონები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, მერობის კანდიდატის წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.


მისი თქმით, წინსვლა გარდაუვალია და ერთიანი ძალიხმევით ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი.


„წინსვლა გარდაუვალია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ერთად დგომა, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი ყველაფერი. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი და მნიშნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები. ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, უნდა განვითარდეს რეგიონები, ქალაქები, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ ოჯახებში, საკუთარ თავზე და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით.ყველაფერი შესაძლებელია ამ ერთსულოვნებით, როდესაც ზურგს გიმაგრებს ადამიანების უზარმაზარი არმია, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, რომელთან გული შესტკივა თავის ქალაქზე, თავის სოფელზე, უბანზე, რაიონზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას და გავაერთიანებთ სრულიად სამეგრელოს, მთელ ზუგდიდს, რათა მივაღწიოთ გამარჯვებას და ეს არ იქნება პარტია "ქართული ოცნების" ან გეგა შენგელიას გამარჯვება. ეს იქნება ამ რეგიონის და ქალაქის გამარჯვება. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, დავდგეთ ერთად და ვიზრუნოთ რეგიონზე, ზუგდიდზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ სულისკვეთებით აუცილებლად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031