გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The Times» (დიდი ბრიტანეთი): ბუქარესტის სამიტის საბედისწერო გადაწყვეტილება, რამაც საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და უკრაინის მოვლენები გამოიწვია

7-04-2019

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, «The Times» სარედაქციო-ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ ნატომ რუსეთის მიმართ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

სტატიაში საუბარია აგრეთვე საქართველოსა და უკრაინის შესახებ, აგრეთვე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


ვაშინგტონში ნატოს შექმნიდან 70 წლისთავი აღინიშნება, თუმცა ღონისძიებას ალიანსის არცერთი წევრი სახელმწიფოს ლიდერი არ ესწრება. და ეს იმის ნიშანია, რომ ამ თავდაცვითი ორგანიზაციის სტატუსი შემცირდა. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის 50 და 60 წლის იუბილეებისაგან განსხვავებით, რომლებშიც აშშ-ის პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა და ბარაკ ობამამ მიიღეს მონაწილეობა, 70 წლისთავის იუბილეს მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაესწრება. ფაქტიურად, ამგვარი „გულგრილი“ მიდგომა ნატოს მიმართ, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟღავნებს, იმას ადასტურებს, რომ ამერიკის ლიდერს ალიანსისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია. გვახსოვს, რომ იგი ჯერ კიდევ 2016 წელს, თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან, ნატოს „მოძველებულ“ სტრუქტურად მიიჩნევდა, შემდეგ კი მან ეჭვი შეიტანა ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინაში და გააძლიერა შიშები, რომ აშშ შეიძლება საერთოდ გასულიყო ორგანიზაციის შემადგენლობიდან. დღეს ნატოელ მოკავშირეებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ეს მოხდეს უკვე დეკემბერში, როცა მთავრობის მეთაურები ლონდონის სამიტზე შეიკრიბებიან.

ამ ფონზე ის ცნობა, რომ ნატო პოლონეთში, რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე, თავის ბაზებს ხსნისო, ძალიან მისასალმებელია: ალიანსი 260 მილიონ დოლარს დახარჯავს სამხედრო-საჰაერო ბაზის მოსაწყობად ქვეყნის ცენტრში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ვარშავას რუსეთის სავარაუდო აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს იმ დროს ხდება, როცა თვითონ რუსეთი მნიშვნელოვნად აფართოებს თავის სამხედრო ყოფნას კალინინგრადში და ოკუპირებულ ყირიმში.

საერთოდ, ბოლო წლებში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკის მიუხედავად, ნატო მუდმივად ზრდიდა თავის კონტიგენტს აღმოსავლეთ ევროპაში და აძლიერებდა სამხედრო ყოფნას შავი ზღვის რეგიონშიც. ეს ნაბიჯები იმას მიუთითებს, ალიანსი მზად არის დაიცვას თავისი წევრები რეგიონში და სხვებსაც იმედიან სიგნალს უგზავნის.

გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ელოდება, რომ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მოიწონებენ უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების წრთვნების ჩატარებას, მის ნავსადგურებში ნატოს გემების რეგულარულ შესვლას, ერთობლივ მანევრებს და ინფორმაციის გაცვლას. რა თქმა უნდა, ასეთი გეგმები მისასალმებელია.

ნატოს 2008 წლის [ბუქარესტის სამიტის] საბედისწერო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღება გაურკვეველი ვადით გადაიდო, სტრატეგიული შეცდომა იყო. ეს გადაწყვეტილება გახდა ფაქტორი იმისა, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა. ასევე განხორციელდა ყირიმის ანექსია, დონბასში ომის დაწყება. ეს იმას გვაჩვენებს, რომ ნატომ რუსეთს პასუხი უფრო ენერგიულად უნდა გასცეს. აღნიშნული კონფლიქტების მოგვარების მიზნით საერთაშორისო ძალისმევას, დიალოგის მეშვეობით, პოზიტიური შედეგი არ მოაქვს. რა თქმა უნდა, ნატოს მხრიდან უკრაინისა და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა დაძაბულობის წესკალაციის რისკებს შეიცავს, მაგრამ იმავდროულად კრემლისათვის გაფრთხილებას არის.

ნატოს ერთიანობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე სიმბოლური ჟესტებია. კერძოდ, ვაშინგტონში, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა როგორმე უნდა მოახერხონ თურქეთის წევრად შენარჩუნება და თავიდან უნდა აიცილონ ანკარის კრემლის ხელში ჩავარდნის შესაძლებლობა. ასე საჭიროა როგორმე დაარწმუნონ დონალდ ტრამპი იმაში, რომ ალიანსი არ „მოძველებულა“ და რომ ნატო აუცილებელი ინსტრუმენტია დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930