7-04-2019
თბილისში ამიერკავკასიაში ეკომიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი, ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.
Aigroup-ის პრეზენტაციაზე დედაქალაქმა ინოვაციური „ქარშეარინგის“ სერვისის სპეციფიკა განმარტა.
კახა კალაძის თქმით, ელექტრომობილები განთავსებული იქნება თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე და მსურველს, სპეციალური აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, საშუალება ექნება, ავტომანქანით ისარგებლოს, შემდეგ კი ნებისმიერ ადგილზე დატოვოს.
პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში პირველი ქართული ელექტრომობილების წარმოება დაიწყება - ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება. შეიქმნება მანქანების ქართული ბრენდი, რომელიც ელექტრომანქანებით მოამარაგებს არამხოლოდ ქართულ ბაზარს, არამედ კავკასიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას.
13-01-2025