7-04-2019
დაახლოებით ერთი საათის წინ დიღმის მასივში აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ამჟამად კორპუსში ბუნებრივი აირი გადაკეტილია, აფეთქების გამეორების საფრთხე არ არის.
მოსახლეობას საცხოვრებელი კორპუსი დაატოვებინეს და უცნობია, როდის მიეცემათ მათ საშუალება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
შემთხვევის ადგილზე ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
13-01-2025