გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან ერთად ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

7-04-2019

დღეს სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვას მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე - კახაბერ კუპრეიშვილი დაესწრნენ.


სადღესასწაულო მსახურება დეკანოზმა ავგუსტინე დუნდუამ აღავლინა.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა: ,,თითოეულ მართლმადიდებელს ვულოცავ ხარების დღესასწაულს. მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის მფარველობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს".

დღესასწაულის სახელწოდება, ხარება, მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს: ღვთისმშობლისთვის ხარებას, რომ ქალწული მარიამისგან იშვებოდა იესო ქრისტე - ძე ღვთისა.


ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ამდენად, ის არის კაცობრიობის ხსნის დასაბამი, სათავე "ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031