გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუსში პერსონალის უწყვეტად მომზადება-გადამზადების მიზნით, სპეციალური მომზადების ცენტრი შეიქმნება

8-04-2019

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში შედის ცვლილებები, რომელიც სუსში პერსონალის უწყვეტად მომზადება-გადამზადებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სპეციალური მომზადების სათანადო საგანმანათლებლო პროგრამას, ან კურსს შსს აკადემიის ნაცვლად, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფში ან დაწესებულებაში გაივლის.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციონირების გარდამავალ ეტაპზე, აუცილებელი იყო, შს სამინისტროს რიგი სერვისების გამოყენებით ესარგებლა, მათ შორის, შსს-ს აკადემიაში სპეციალური პროფესიული განათლების მიღებით.


აკადემიას კანონით დაევალა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება განეხორციელებინა.


ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისა და კონსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სახელმწიფოში პროფესიული და კარგად აღჭურვილი უსაფრთხოების ორგანოების არსებობაა, რომელთაც მკაფიოდ გამოკვეთილი მიმართულებები გააჩნიათ. უსაფრთხოების ერთიანი სისტემის კომპლექსში, სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან აღნიშნული განასხვავებს მის ფუნქციასა და ამოცანებს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისგანაც. კანონპროექტი მიზნად ისახავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება თავად განახორციელოს”, - განმარტებულია კანონპროექტში.


რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, 2019-2022 წლებში, შს სამინისტროს აკადემიის სტრუქტურული ერთეულის სპეციალური მომზადების ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად გათვალისწინებულია – 190 000 ლარი, ცენტრი კი, 22 სხვადასხვა კურსის ფარგლებში ყოველწლიურად 280-300 მოსამსახურეს ამზადებს (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 630 ლარი). კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცენტრის შესაქმნელად ერთჯერადი ხარჯის გაღება საჭირო არ იქნება, რდგან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს. უმრავლესობის ცნობით, ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად საჭირო იქნება – 235 000 ლარი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება.


„საშუალოვადიან პერიოდში (2020-2022 წლებში) უსაფრთხოების სამსახურის სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო კურსების დამატება და ცენტრის მიერ ყოველწლიურად 400 მოსამსახურის გადამზადება იგეგმება )ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 588 ლარი)”, – ნათქვამია პროექტში

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930