გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულებიდან 6 კლინიკებში რჩება

8-04-2019

დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულებიდან 6 კლინიკებში რჩება. ყველაზე რთული 22 წლის კაცის მდგომარეობაა. მას სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი.


აფეთქებისას დაშავებული შვიდი თვის ბავშვი კი იაშვილის კლინიკიდან ღამით გაწერეს. გოგოს მდგომარეობა სტაბილურია. 


დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხეს. 


პირველადი ვერსიით, აფეთქება კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.


ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ექპერტიზის დასკვნამდე ბინების დატოვება სულ 23 ოჯახს მოუხდა. მაშველებმა კორპუსის დაზიანებული კედლის დემონტაჟიც მოახდინეს.


9 ოჯახი, რომელთაც თავშესაფარი არ ჰქონდათ, სასტუმროში განათავსეს. ხარჯებს დიდუბის გამგეობა დაფარავს.


რამდენიმე დღეში გაირკვევა, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში ცხოვრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031