გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
«Foreign Policy» (აშშ): ფინელი მეცნიერი სააკაშვილის პროგნოზებს საეჭვოდ მიიჩნევს

8-04-2019

ცნობილ ამერიკულ გამოცემაში - Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორმა, ჰელსინკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორმა, სამხედრო მკვლევარმა ირი რაიტასალომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროგნოზები სკანდინავიის სახელმწიფოებზე - შვედეთზე და ფინეთზე რუსეთის თავდასხმის შესახებ საეჭვოდ მიიჩნია.ცნობილ ამერიკულ გამოცემაში - Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორმა, ჰელსინკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორმა, სამხედრო მკვლევარმა ირი რაიტასალომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროგნოზები სკანდინავიის სახელმწიფოებზე - შვედეთზე და ფინეთზე რუსეთის თავდასხმის შესახებ საეჭვოდ მიიჩნია.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


საქმე იმაში გახლავთ, რომ ამას წინათ ექს-პრეზიდენტი იმავე Foreign Policy-ში  დაბეჭდილ მასალაში ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ პუტინის მსხვერპლი მალე შვედეთი და ფინეთი გახდება, რუსეთი მათ თავს დაესხმებაო.


ირი რაიტასალო კი არგუმენტირებულად, ისტორიულ-დიპლომატიური მოვლენების და თანამედროვე სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ ფინეთს და შვედეთს რუსეთის არმია არ შეუტევს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თავის პროგნოზებში სცდება.


"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ომის დაწყება ყოველთვის სამომავლო კატასტროფის პოტენციური გზას წარმოადგენს. დღეს რუსეთი საეჭვოა, რომ მზად იყოს ახალი უმკაცრესი ეკონომიკური სანქციებისათვის, როცა დასავლეთს და მოსკოვს შორის ისედაც დაძაბული სიტუაციაა. ამასთან, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ასეთ დაძაბულ სიტუაციაშიც კი რუსეთი დასავლეთთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს და პირიქით, ცდილობს მის გაფართოებას... მოსკოვი ვითარებას ადექვატურად აღიქვამს. ფინეთი ერთ-ერთი ის ევროპული ქვეყანაა, რომელიც თავისი პოლიტიკით ყოველთვის ცდილობდა რუსეთს და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვას. შესაბამისად, რუსეთს რაიმე საბაბი არ აქვს მასზე თავდასხმისათვის.


გარდა ამისა, ფინეთი და შვედეთი სუსტი სახელმწიფოები არ არიან, მათ საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავთ. თუ რუსეთსა და ფინეთ-შვედეთს შორის რაიმე დაპირისპირება წარმოიქმნება, დასავლეთი შეეცდება კრიზისი იარაღის გამოყენების გარეშე მოაგვაროს". 


მაჩვზღარბის გადაყლაპვა ყველაზე დიდ დათვსაც კი არ შეუძლია. მართალია, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანა ვლადიმერ პუტინის აგრესიის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ფინეთი და შვედეთი მოსკოვის თავდასხმის ობიექტები არ იქნებიან. საქართველომ მართლაც დაკარგა თავისი ტერიტორიის ნაწილი 2008 წელს. ეს მწარე გამოცდილებაა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ომს სტოკჰოლმისა და ჰელსინკის წინააღმდეგაც დაიწყებს. მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინის როგორც ომის წყაროს პოპულარიზებას ეწევა“, - წერს ფინელი პროფესორი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930