8-04-2019
საქართველოს მოქალაქე იტალიაში ერთ-ერთი ბარის სტუმრებს ნიჩბით თავს დაესხა. შემთხვევა ქალაქ მოლფეტაში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრვი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, წელს ზემოთ შიშველი კაცი ბარში შევიდა და თქვა, რომ გულმკერდის არეში ტკივილი აღენიშნებოდა. მოგვიანებით, ის ნიჩბით ბარში მყოფ პირებს თავს დაესხა და ობიექტზე არსებული ინვენტარი დააზიანა.
საქართველოს მოქალაქის დაკავება პოლიციამ მას შემდეგ შეძლო, რაც ის ბარიდან გაიქცა და სამხედრო მანქანის საქარე მინას შეეჯახა.
იტალიური მედიის ცნობით, კაცი სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციას არკვევენ.
13-01-2025