გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

9-04-2019

თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მერი, მოადგილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.


"იმ სისხლიანი ღამიდან, იმ ტრაგედიიდან, რომელიც ჩვენს დედაქალაქში დატრიალდა, 30 წელი გავიდა. 9 აპრილს, შეიძლება ითქვას, ორგვარი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში, ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, 21 ადამიანი დაიღუპა იმ ღამეს, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენი ქვეყნის გათავისუფლების დასაწყისი. ეს იყო დღე, როდესაც დაიწყო იმპერიის ჩამოშლა. მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის! ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე. მათ უნდა იცოდნენ, რა გააკეთეს 9 აპრილს გარდაცვლილმა ადამიანებმა, როგორ შესწირეს თავი სამშობლოს სიყვარულს და თავისუფლებას", - განაცხადა კახა კალაძემ.


1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031