გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება

9-04-2019

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება, – ამის შესახებ დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.


საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის, დეპუტატის, მარიამ ჯაშის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი ამ საკითხზე საკუთარ რეკომენდაციებს მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენს.


„ჩვენ მზად ვართ პრეზენტაციისთვის. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური მსჯელობა იმ რეკომენდაციებზე, რომელიც შევიმუშავეთ. საუბარი არის სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნულ სასახლეზე. ჩვენ ვუბრუნდებით იმ ძირითად იდეას, რომელიც ეკუთვნის თავად ავლაბრის რეზიდენციის მთავარი სასახლის პროექტის ავტორს, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს და სწორედ ამ საკითხის გარშემო გვაქვს შემუშავებული რეკომენდაციები მთავრობის მიმართ, რომელსაც უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ“, – აცხადებს მარიამ ჯაში.


რაც შეეხება, პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციას, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა, ჯაშის განცხადებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930