გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე გახდა

9-04-2019

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე გახდა.


„მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა უწინდებურად აქტიურად გავაგრძელო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერა. ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩვენი წესდების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც კარგად იცნობენ ბიზნეს წრეებში და რომელიც ჩვენი ასოციაციის შექმნის პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალურად ჩართული იყო ასოციაციის მშენებლობის საქმეში”- განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.


სოსო ფხაკაძე 2009 წლიდან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას.


2011 წელს ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა საერთო ყრილობაზე ასოციაციის პირველ ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. სოსო ფხაკაძე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტია. იგი არის ჰარვარდის, ჯორჯ-თაუნისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მას ასევე დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან არსებული “ბიზნესის უმაღლესი სკოლა”. სოსო ფხაკაძე ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930