გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თელავის საბავშვო ბაღში ბავშვების მოწამვლის სავარაუდო მიზეზი დასახელდა

9-04-2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი საკვები პროდუქტები არ გამხდარა,.


თელავის მუნიციპალიტეტის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თინიკო ხანჯალიაშვილი ამბობს, რომ აღსაზრდელების მოწამვლის მიზეზი, სავარაუდოდ, სასმელი წყალია.


„პროდუქტიდან ბავშვების ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ჩვენ თავდაპირველად ვაცხადებდით, რომ პროდუქტები ვარგისი იყო და მოწამვლა მისგან არ მოხდებოდა. ახლა ლაბორატორიულად ეს მონაცემები ოფიციალურად დადასტურდა. სავარაუდოდ, მოწამვლა სასმელმა წყალმა გამოიწვია, რის გამოც სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით სინჯებს წყლიდან ისევ აიღებს“, - განმარტა თინიკო ხანჯალიაშვილმა.


სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებში ინტოქსიკაცია 2 აპრილს დაფიქსირდა. 23 ბავშვი თელავის ორ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს, სადაც მათ დეინტოქსიკაციისთვის საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.


იმედინიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031