გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
9 აპრილთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში ღონისძიებები გაიმართა

9-04-2019

სენაკში დილიდან 9 აპრილის სკვერში, სადაც სისხლიანი კვირის მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო, თავი მოიყარეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბადრი კალანდარიშვილმა, საკრებულოს წევრებმა, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს ქვეყნისათვის შეწირულთა ხსოვნას.


წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.


საქართველოსთვის შეწირულთა ხსოვნასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ თარიღებს მიეძღვნა სენაკის სამხატვრო გალერეაში ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომლის შემდეგაც სამხატვრო და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა მოხატეს სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორია.


სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა 9 აპრილისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.


9 აპრილისადმი მიძღვნილ კვირეულს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გამართული გალაკონცერტი დაასრულებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930