გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისის ქუჩებში მოსიარულე შიშველი კაცი გამოჩნდა

2-02-2018

საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა კაცი, თბილისის ქუჩებში შიშველი სიარულისთვის, 200 ლარით დააჯარიმა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით დააჯარიმეს.


ამ მუხლით, საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება), ისჯება ჯარიმით 100-დან 200 ლარამდე.


შიშველი ახალგაზრდას ფოტოები და ვიდეოები სოციალური ქსელის საშუალებითაც გავრცელდა.

digest

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031