გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენშივე გამოზრდილი, დიქტატორიბისაკენ მიდრეკლილი ხელისუფალი მოვიყვანეთ

9-04-2019

„პირველ რიგში 9 აპრილი ჩემთვის და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის ასოცირდება ქართული იდენტობის კიდევ ერთხელ გამომჟღავნებასთან ისტორიაში. ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, თავისუფლებისათვის გვიბრძოლია, ჩვენი სამშობლოსთვის ჩვენ ხშირად დიდი მსხვერპლი გაგვიღია და სამწუხაროდ არც 9 აპრილი დასრულებულა მსხვერპლის გარეშე"-ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.


თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად ძალთა არაპროპორციულობისა, მორალური გამარჯვება ქართველმა ხალხმა მოიპოვა 9 აპრილს.


"მთავარი ეს გახლდათ - სიმბოლო თავისუფლებისათვის ლტოლვის, ქართული სულისკვეთების გამოხატვის და სწორედ 9 აპრილიდან დაიწყო ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ამის შემდეგ 1991 წელს მეორედ გამოცხადდა ქართული რესპუბლიკა ზვიად გამსახურდიას მიერ და ქართულ სახელმწიფოებრიობას მეორედ ჩაეყარა საფუძველი - დემოკრატიულ სახელმწიფოს.


ქართველების განსაკუთრებული სწრაფვა თავისუფლებისაკენ კარგად შეიმჩნეოდა იმ ჩაკეტილ სივრცეში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. 9 აპრილის შედეგები პირადადაც მომიმკია, როდესაც პრემიერის რანგში ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტით ვიმყოფბოდი, თავდაპირველად ვერც გავიგე ისეთი განსაკუთრებული მოწიწება ვიგრძენი ქართველებისადმი, მერე როდესაც დავაზუსტე ყველა 9 აპრილს იხსენებდა. 9 აპრილით საფუძველი ჩაეყარა შეიძლება ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა პირველებმა ჩვენ მოვახერხეთ და გავილაშქრეთ იმ წყობის წყობის წინააღმდეგ და გარკვეულწილად 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი და ამას ძალიან მაღალ დონეზე აფასებდნენ ჩვენი მეგობრები - ბალტიისპირეთის ქვეყნები განსაკუთრებით - თუმცა ეს ვიგრძენი პოლონეთშიც სხვა ქვეყნებშიც. რამეთუ ისინიც ჩვენთან ერთად წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირს და მათაც კარგად იცოდნენ, რამდენად იყო დაცული ადამიანის უფლებები და სხვა ფასეულობები იმ სივრცეში"-აღნიშნა ივანიშვილმა.


მისი შეფასებითვე, ქართველების ეს განსაკუთრებულობა მთელი ისტორიის მანძილზე შეიმჩნევა და 9 აპრილსაც ჩვენი ხასიათის აფეთქებამ დიდი პოზიტივი მოიტანა სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისათვის.


"ხანმოკლე პერიოდში, 2 წელიწადში ძალიან არსებითად და ძალიან მაღალ მწვერვალზე ავიყვანეთ, თუმცა უფრო მოგვიანებით ემოციურობამ უარყოფითი შედეგიც ბევრი მოგვიტანა.


1989 წლის აპრილიდან 1991 წლამდე ჩვენ მართლაც მოვახერხეთ ამ სულისკვეთების და აღტკინების მიტანა და ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადებაც, ამის შემდეგ 21 წელი გავიდა და თუ 2011 წლამდე პერიოდს განვიხილავთ, მართლაც შეიძლება ეს განვიხილოთ თავდაღმართში სვლად, რამეთუ უკეთესობიდან ჩვენ მივიღეთ უარესი. უკეთესობა - ანუ მხედველობაში მაქვს გაერთიანებული ქართველი ერი ასეთი დიდი სულისკვეთებით - ალბათ დღესაც კი ჩვენთვის საოცნებოა. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ყველა ის ცუდი, რაც კი ისტორიაში სინონიმებად მოიხსენიება. ყველა ომი ცუდია, მაგრამ ყველაზე საზიზღარი ომი სამოქალაქო ომია. ჩვენ მოვახერხეთ და ერთმანეთს დავერიეთ, ჩვენ მოვახერხეთ და კანონიერად არჩეული პრეზიდენტი დავამხეთ, ჩვენ მოვახერხეთ და კრიმინალებსაც ვამართინეთ ქვეყანა, ჩვენ მოვახერხეთ რომ უშუქობაში გვეცხოვრა, ჩვენ მოვახერხეთ ისიც, რომ ჩვენშივე გამოზრდილი, დიქტატორიბისაკენ მიდრეკლილი ხელისუფალი მოვიყვანეთ და საბოლოო ჯამში იმ წარსულ წლებზე ასე ვთქვათ, პასუხიც კი გვაგებინა საზოგადოებას ჩვენივე ხელისუფლებამ. მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ყველაფრის მიზეზი ალბათ პირველ რიგში გამოუცდელობა იყო, ჩვენ დიდხანს ბოლო ისტორიის მანძილზე არ გვქონდა საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი სამშობლოს მართვის გამოცდილება - ამას ჩვევები სჭირდება, ამისთვის საზოგადოება არ იყო მომზადებული"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031