გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან ამბიციურები ვართ

9-04-2019

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქართული ხასიათი საინტერესო ფენომენია, რამდენადაც, "მე ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან ამბიციურები ვართ."


მისივე თქმით, ამბიცია კარგია, რამეთუ ამბიციის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებ, ოღონს ზომიერებაა საჭირო, როდესაც ამბიციას ცივი გონებაც თან ახლავს და პროპოციაში მოდის - შედეგიც კარგია.


"როდესაც ემოციურობას და ამბიციას თან არ ახლავს რაციონალზიმი, ძალიან ხშირად ცუდ შედეგს ვიღებთ და ეს არ არის ჩვენს ისტორიაში ერთადერთი სამწუხარო შედეგი. მიზეზი ეს გახლდათ. გახლდათ ალბათ ისიც რომ 2 წლის განმავლობაში - 1989-1991, როდესაც სახელმწიფო ჩამოყალიბდა, როდესაც გამოვაცხადეთ დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის შესახებ - ძალიან ბევრი დარჩა განაწყენებული, ძალიან ბევრი ვერ მოვიდა ხელისუფლებაში.


ამავდროულად, გარედანაც იყო მცდელობა რომ ხელისუფლებაში მოსულიყო.


ჩვენი ამბიციურობით, რომელსაც რაციონალიზმიც თან ახლდა, ჩვენ ძალიან დიდი შედეგები მივიღეთ და ისტორიის ბევრი წელი შეიძლება საამაყოდ გავიხსენოთ, იგივე ამბიციურობას რაციონალიზმის გარეშე, განსჯის და ცივი გონების გარეშე - ძალიან ხშირად ცუდ შედეგამდე მივყავართ და ეს წლებიც შეიძლება განვიხილოთ ასეთ წლებად. პირველ რიგში გამოუცდელობა, მერე ჩვენი დაუოკებელი ხასიათი, ემოციურობა და ჩვენი დიდი ამბვიციები, - ამ შემთხვევაში ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ვერ მოვახერხეთ და ძალიან მძიმე შედეგი მივიღეთ"-განაცხადა ივანიშვილმა 1989 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930