გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან

9-04-2019

"ჩვენ მოვახერხეთ და 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა. შესაბამისად საგარეოზე და გარე მტერზე ამის გადაბრალება, ალბათ არასწორი იქნება"-ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.


მისივე განცხადებით - "შეგვიძლია გადაწყვეტით გითხრათ , რომ დღეს არანაკლებია ქაოსის მცდელობები გარედან, მაგრამ თუ შიგნით ხელისუფლება ახერხებს, საზოგადოებასთან ერთად ახერხებს შეთანხმებას ძირითად ფასეულობებზე , თუ ემოციას სჭარბობს განსჯა და რაციონალიზმი, ამის მაგალითი გახლავთ, ის, რომ ჩვენ უკვე მეშვიდე წელიწადია სტაბილურად ვახერხებთ ყველა მიმართულებით განვითარებას, გარე მტერი ვერაფერს ვერ დაგაკლებს. ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის, ისტორიასაც თუ შევხედავთ ჩვენსას, იყო შიდა ღალატი, შიდა შეუთანხმებლობა და ერთმანეთთან გაურკვევლობა. ჩვენი ყველა დიდი პრობლემა ძირითადად აქედან მოდიოდა, თუმცა იყო მტრების შემოსევაც, რასაც შინაური ერთობაც ვერ უძლებდა, ასეთი წლებიც გვახსოვს ისტორიაში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც და წინა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ 30 წელს განვიხილავთ და დღევანდელობასაც, საჭიროა რომ მახვილი გონებით კარგად გავიაზროთ, კარგად დავითვალოთ ჩვენი რესურსები, ჩვენი შესაძლებლობები და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოვახერხოთ გარკვეული რეფორმების გატარება"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930