გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: მათ არ ჰქონდათ მიზეზი გუნდიდან წასვლისა

10-04-2019

"რაც შეეხება ფასეულობების აღრევას, ფასეულობების აღრევა მოხდა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს შორის და არა გუნდში. მათ არ ჰქონდათ მიზეზი წასვლისა, რამეთუ (მოსამართლეთა) სიის განხილვა იყო, განხილვა გადაიწია და შემდგომ წავიდა კამათი კრიტერიუმებზე"-ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამნაცხადა.


მისივე თქმით, გუნდში დიდი პოლემიკა იყო, იყო რამდენიმე ვარიანტი, ყველა ვაცხადებდით რომ კონსტიტუციის საწინააღმდეგო არაფერი უნდა შემოვიღოთ, როდესაც კრიტერიუმებზეა საუბარი. ეს სამეული მუდამ აპელირებდა ისეთი კრიტერიუმებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ კონსტიტუციასთან, რომელსაც თავად მისცეს ხმა წელიწადნახევრის წინ. შევთანხმდით, რომ იქნება თავისუფალი კენჭისყრა, თუ იქნება ისეთი კანდიდატი, რომელიც მიუღებელია გუნდისთვის არ მივცემთ ხმას, ისეთი ეჭვიც გამოითქვა რომ თავისუფალი კენჭისყრა იქნება მაგრამ, კენჭისყრის დროს შეიძლება არ მოხდეს შეთანხმება იმ პიროვნებაზე , რომელიც მიუღებელია გუნდისთვის და მაინც გავიდეს, ამაზეც გავაკეთე რეაქცია და მივეცი წინადადება, რომ შეგვიძლია თითოეული კანდიდატი განვიხილოთ აქვე გუნდში. საუბარი იყო რამდენიმე გვარზე, მურუსიძე არ იყო სიაში, მაგრამ ორ თუ სამ გვარზე იყო კამათი. პრინციპები იყო მთავარი, სია გაიწვიეს, კრიტერიუმებზე ვმუშაობთ, როგორ უნდა შემოვიდეს და ვინ უნდა შემოიტანოს, როგორ უნდა მოვიდეს პარლამენტამდე, პარლამენტში არ დავტოვეთ არავითარი ადგილი, როდესაც შევთანხმდით რომ თითოეულ გვარზე, მანამ სანამ გავა პარლამენტში, ჩვენ შეგვიძლია უმრავლესობა შევიკრიბოთ და თუ ვინმეს ექნება არგუმენტი გვარზე, რომ ეს არის ოდიოზური და მიუღებელი საზოგადოებისთვის, იქვე ვუყრიდით კენჭს და ამ კენჭისყრას აღარ შეცვლიდნენ ისინი საპარლამენტო სესიაზე. ამითაც დავაზღვიეთ, პრაქტიკულად კითხვები აღარ არსებობდა, მაგრამ ისინი ვერ წყნარდებოდნენ, უფრო სწორად არ წყნარდებოდნენ, რამეთუ მათ ჰქონდათ გადაწყვეტილი გუნდიდან გასვლა და უნდოდათ ეს მიზეზად გამოეყენებინათ, სწორედ ამას ვამბობდი და ვიმეორებ ახლაც, მიზეზი ვერ არის დასაბუთებული. მიზეზებს, რომლებსაც ისინი ასახელებენ, რატომ წავიდნენ გუნდიდან, პროცედურებს თუ გავყვებით, რომ მოსამართლეების სიის შემოტანა, დამტკიცება, კრიტერიუმები, ვერ დაამტკიცეს. გუნდში მე მათ მივეცი საუბრის საშუალება რამდენის სურვილიც ჰქონდათ და გამოიკვეთა, რომ სამს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, რომელსაც ვერ ასაბუთებდნენ, დანარჩენი გუნდი დაწყნარდა ამ პროცესში, ეს პოზიტივი მივიღეთ, ნახეს, რომ ამათი ზედმეტი აქტიურობა არაფერზე არ არის დაფუძნებული, მათ რეალურად ვერ თქვეს მიზეზი გუნდიდან წასვლის. ეს არ იყო საფუძველი და საბაბადაც ვერ გამოდგებოდა, რამეთუ ყველა პრეტენზია რაც არსებობდა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, გუნდში შევაჯერეთ თავიდან ბოლომდე და ისინი მას ესწრებოდნენ. რაც შეეხება ფასეულობების აღრევას, რომ ქართულმა ოცნებამ დაკარგა ის ღირებულებები, რასაც ისინი ხშირად იმეორებენ, მე მიმაჩნია რომ ისინი დაიბნენ და მათ მოახერხეს და აურიეს ფასეულობები"-განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930