გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ალექსანდრე ლუკაშენკო: მე და პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქმე იქამდე მიიყვანა, რომ დღეს მიმალვაშია

10-04-2019

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თურქულ საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.


კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს მიანიჭებდა უპირატესობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ალექსანდრე ლუკაშენკო პასუხობს:


"არ დავიწყებ ანალიტიკოსობას და ორი კანდიდატის ერთმანეთთან შედარებას. ერთს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მეორე კი მხოლოდ კინოში მინახავს - მას როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ. მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვით, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან: მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი. როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო და არჩევნებს ატარებდა, ჯერ კონსტიტუცია შეცვალა, მერე კიდევ რაღაცა და ხალხს ხუმრობა-თამაშები დაუწყო. ასეთმა ქცევამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მას საქართველს დატოვება და სხვა ქვეყნებში მიმალვა მოუწია. პეტრო პოროშენკოს რომ სახურავზე აძვრომა და იქიდან ყვირილი არ მოუწიოს - "არიქა, მიშველეთ, უკრაინელებოო", იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა მას მხარი დაუჭირონ. პეტრო პოროშენკომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხალხმა ხმა სწორედ მას მისცეს"-განაცხადა ლუკაშენკომ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930