გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში 22 ათასი გამხმარი ფიჭვი მოიჭრება, მათ ადგილზე კი ახალ ხეებს დარგავენ

10-04-2019

დედაქალაქის მასშტაბით 22 ათასი გამხმარი ფიჭვი მოიჭრება, მათ ადგილზე კი, ახალ ხეებს დარგავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მუნიციაპლიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განუცხადა.


მისივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოჭრილი ხეების ადგილზე მშენებლობები დაიწყება, სიცრუეა.


„დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ დაავადებული ფიჭვების ნაცვლად იჭრება ჯანსაღი ფიჭვები და ის ტერიტორიები სამშენებლოდ უნდა იქნეს გამოყენებული, რასაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არის სიცრუე. როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქში მიმდინარეობს მასშტაბური სანიტარული ჭრის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 22 ათასი მონიშნული, გამხმარი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტმა გააფორმა მემორანდუმი კერძო კომპანიებთან, სადაც ეს დაავადებული და გამხმარი ფიჭვები ხვდება. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, მათ შორის ცენტრალურ უბნებში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა საბურთალოს რაიონში და ამ ტერიტორიაზე ინტენსიური ჭრები მიმდინარეობს. გვაქვს ფოტომასალა, სადაც ასახული ხე შეიძლება ვიზუალურად ჯანსაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ კვლევის შედეგად, თითქოს ჯანსაღი ხის ქერქის ქვეშ განსხვავებული რეალობაა“, - განაცხადა გიგაშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930