გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს რამდენიმე ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართავს

11-04-2019

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს რამდენიმე ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართავს.

კერძოდ, როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, პრემიერი პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ესტონეთში, ისრაელში, მოლდოვასა და ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.


პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულებების თანახმად, მამუკა ბახტაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ ესტონეთში საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი თანამდებობიდან 2019 წლის 1-ელი ივნისიდან გათავისუფლდეს, ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, ქუვეითში საქართველოს ელჩი როლანდ ბერიძე ასევე 2019 წლის 1-ელი ივლისიდან, ხოლო მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მერაბ ანთაძე 2020 წლის 1-ელი იანვრიდან.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველოს 4 ელჩს, რომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით პრემიერმა პრეზიდენტს მიმართა, როტაციის წესი შეეხო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ესტონეთში, ისრაელში, მოლდოვასა და ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა 4-წლიანი ვადა ამოწურეს და სწორედ ამიტომ გათავისუფლდნენ ისინი თანამდებობიდან.


ოთხივე განკარგულება, რომლითაც პრემიერი პრეზიდენტს ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადებით მიმართავს, 5 აპრილით თარიღდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031