11-04-2019
1937-38 წლებში რეპრესირებულთა ნეშტების საკითხს აჭარის სამთავრობო კომისია შეისწავლის. როგორც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად მათი იდენტობისა, დაკრძალვა პატივი მოხდება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამთავრობო კომისიაში ყველა მხარე იქნება ჩართული.
„მთავრობამ ჩემი ინიციატივით პასუხიმგებლობა აიღო, რომ სამთავრობო კომისია შეიქმნება. ერთის მხრივ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დაცული იქნება. კომისია შეიქმნება და ყველა მხარე ჩართული იქნება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 338 ნომერში, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ არის დამარხული. ეპარქიის ინფორმაციით, რეპრესირებულთა ნეშტებს 21 აპრილს დაკრძალავენ.
13-01-2025