11-04-2019
"ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტების მორიგ პროპაგანდისტულ შეტევას ბრალდებით - ბიძინა ივანიშვილს სამეგრელო და ზუგდიდი მხოლოდ არჩევნების წინ გაახსენდა, ინტერნეტტელევიზია - POSTV ანალიტიკურ ბლოგში საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მთლიანად სამეგრელოში განხორციელებულ პროექტებს უპირისპირებს; კერძოდ, „ქართუ“ ფონდმა 2005 - 2019 წლებში მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 17 მილიონ 200 00 ლარზე მეტი დახარჯა, მთლიანად სამეგრელოს რეგიონში კი “ქართუს“ მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქველმოქედო პროექტების ჯამური ღირებულება 28 მილიონი ლარია.
2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყო და მიმდინარეობს ზუგდიდის დრამატული თეატრის მშენებლობა - ბიუჯეტი 13 მილიონ 700 000 ლარი; რესტავრაცია ჩაუტარდა დადიანების სასახლეს - ბიუჯეტი 2 მილიონ 670 000 ლარი. პროექტი 2016 წელს დაიწყო. რესტავრირდა სოფელ ცაიშის ეკლესია, სოფელ ბაღმარანის კარის ეკლესია, სოფელ ხიბულაში იგება ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი, სოფელ ნარაზენში მიმდინარეობს წმინდა ხარების ეკლესიის აღდგენა.
13-01-2025