გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თვითნასწავლი ჯადოქარი ნიკო ფიროსმანი - ფრანგული გამოცემა ქართველ მხატვარზე წერს

11-04-2019

ცნობილი ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ (Le Figaro) პირველ გვერდზე ნიკო ფიროსმანის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – „ნიკო ფიროსმანი: საქართველო ყველა კონტურში“.


ავტორი არლში, ვან გოგის მუზეუმში გახსნილ ფიროსმანის გამოფენაზე წერს და მკითხველს ქართველი მხატვრის შემოქმედებაზე მოუთხრობს.

„ჩვენ ვტკბებით იმ სამყაროთი, რომელიც ხორცშესხმულია და ნაბიჯ-ნაბიჯ დაჰყვება თვითნასწავლი ჯადოქრის, ნიკო ფიროსმანის ეპოსს. მოხეტიალე, უიღბლოდ კიბის ქვეშ მდებარე სარდაფის მტვერში გარდაცვლილმა მხატვარმა მოახერხა, სამყაროსთვის მოეტაცა საკუთარი ქვეყნის ყოველდღიური სილამაზე, სოფლის ლხინი და შავებში შემოსილი ქალები, მილიარდერები და ღარიბები, მშობლიური მთები და ღამის ბუ, მოიფიქრა დანარჩენი – ჟირაფები, აქლემები და ლომები“, – ნათქვამია სტატიაში.


საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა 2 მარტს გაიხსნა. მუზეუმი თავის სივრცეში ქართველი მხატვრის გამოფენის მოწყობით ვენის ალბერტინას მუზეუმში გამართული ექსპოზიციის შემდეგ დაინტერესდა. გამოფენა, რომელზეც ფიროსმანის 29 ნამუშევარია წარმოდგენილი, არლში პირველ ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.


პირველი არხი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930