გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზოიძე: არასამთავრობოების ანგარიშები ზოგჯერ პოლიტიკური ოპონირების რეჟიმს გავს

12-04-2019

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშს ეხმიანება.


ზოიძის განცხადებით, კორუფციისა და ნეპოტიზმის თითოეული ფაქტი ძალიან საყურადღებოა, მაგრამ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ხოლმე ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშები წარმოადგენს.


მისივე თქმით, კორუფციისა და ნეპოტიზმის საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ერთსა და იმავე მონაცემებს აქვეყნებს.


„ზოგჯერ რაღაც პოლიტიკურ ოპონირების რეჟიმს გავს ის, რა რეჟიმითაც არასამთავრობო ორგანიზაციები ანგარიშებს აქვეყნებენ და როგორი ფორმით ხდება ამ რეკომენდაციების წარდგენა. ხალხს აღქმა აქვს, რომ ნეპოტიზმი არის ფართოდ გავრცელებული. პირველ რიგში ეს არის მიმართულება, რომელზეც ხელისუფლების მხრიდან, მაქსიმალურად უნდა მოხდეს კონცენტრაცია. საჯარო სამსახურში ადამიანების მიღება ხდება ღირსებით, პროფესიონალიზმითა და არა ვიღაცის ნათესაური კავშირით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეს მენტალიტეტი შეიცვალოს. ამ კუთხით სამუშაო ნამდვილად ბევრია“, – განაცხადა ზოიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031