გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორში, შინდისის გზატკეცილს შინდისის გმირების სახელი ეწოდა

12-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინდისის გზატკეცილისთვის სახელის შეცვლის საკითხს მხარი დაუჭირა და აღნიშნულ ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოში თითქმის ორი წლის წინ, 2017 წლის 19 სექტემბერს შევიდა.


"მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე ინიციატივით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯერ კიდევ 2017 წლის 19 სექტემბერს მივმართე, იმ პერიოდში საკრებულოს წევრი ვიყავი და სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიას ვხელმძღვანელობდი. დღეს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, გორში, შინდისის გზატკეცილს ეწოდა შინდისის გმირების გამზირი. სწორედ ამ გზის გავლით მივდივართ ჩვენი სახელოვანი გმირების - შინდისის გმირების მემორიალთან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, შინდისმა დაიმკვიდრა ისტორიული სახელი, ამ გამზირისთვის შინდისის გმირების სახელის დარქმევით კი, მათი სახელების უკვდავყოფას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი", - განაცხადა საკრებულოს ყოფილმა წევრმა თამარ თედლიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031