12-04-2019
გარეგანი დათვალიერებით - მოკლულია წავი (Lutra lutra), რომელიც სტუდია „EcoFilms“-ის მკვლევარებმა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იპოვეს.
მას ფეხზე მარყუჟი აქვს მობმული, ხოლო თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგანი აქვს დარტყმული. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
როგორც „EcoFilms“-ის მკვლევარმა, გიორგი შეყლაშვილია ამბობს, ცხელი ხაზის (153) საშუალებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
6 აპრილს, იმავე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, იგივე ცხოველი დააფიქსირა სტუდია „EcoFilms“-ის ფოტოხაფანგმა - ფილმზე მუშაობის პროცესში.
წავი (Lutra lutra) საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ეს მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახს განეკუთვნება და ბინადრობს წყალთან, ძირითადად - მდინარეებთან, ახლოს.
„წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველთა მოსპობა ან/და შევიწროება დასჯადია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.
13-01-2025