გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპატრიარქო ცილისმწამებლურ კომენტარებთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

12-04-2019

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქისა და ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტოსთან დაკავშირებით გავრცელებულ კომენტარებზე განმარტებას აკეთებს.

"საპატრიარქო რეზიდენციის ერთ-ერთ შესასვლელ ოთახში კედელზე კიდია ორი პირველიერარქის ფერწერული პორტრეტი, რადგან მათ სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ცნობა.

ესენია:

რუსეთის პატრიარქი უწმიდესი ალექსი I, რომელიც 1943 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ პირველად ოფიციალურად ჩამოვიდა საქართველოში და მცხეთაში უწმიდეს კალისტრატესთან ერთად ერთობლივი წირვა აღასრულა.
და

მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი დიმიტრიოსი, რომელმაც 1990 წელს საპატრიარქო სიგელებით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა უძველესი დროიდან.

ასე რომ, ნებისმიერი პიროვნება კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ერთ, ისე მეორე პიროვნების პორტრეტთან.

დღეს კათოლიკოს-პატრიარქისა და ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ფოტოზე, უკანა პლანზე, ჩანს პატრიარქ ალექსი I-ის სურათი, რაც ზოგიერთებისთვის ქილიკის მიზეზი გახდა.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ეკლესიის მიმართ უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ქმედებები არის გახშირებული და ცალკეული პიროვნებების დღევანდელი კომენტარებიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

P.S. კადრში ჩანს ორივე პატრიარქის ფერწერული ტილო", - წერია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930