გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აუდიტი: გასულ წელს თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა

12-04-2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შარშან თბილისის მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, ხოლო მერის მოადგილის 119.6%-ით გაიზარდა.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.


დოკუმენტის მიხედვით,12 მუნიციპალიტეტში 2018 წლიდან თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება 2017 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩამონათვალშია თბილისის მუნიციპალიტეტი, სადაც მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება 113.6%-ით, მერის მოადგილის 119.6%-ით, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ანაზღაურება კი 60%-ით გაიზარდა.


2018 წელს შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე ვანის, თეთრიწყაროს, წალკის, რუსთავის, ქუთაისის, ახალქალაქის, მარნეულის, ნინოწმინდის, ბოლნისის, ბორჯომისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.


აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახური პარლამენტს საკითხის დარეგულირებაზე მსჯელობისკენ მოუწოდებს.

„მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა კიდევ ერთხელ იმსჯელონ მუნიციპალიტეტებში შრომის ანაზღაურების საკითხების დარეგულირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდეს სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების კუთხით,“-აღნიშნულია დოკუმენტში.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930