21-12-2017
საქართველოში თაფლი და ნიგოზი ჯერ კიდევ წარმართობის ხანიდან ითვლებოდა წმინდა წაკვებად და საკულტო დღესასწაულებზე სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
აღნიშნულ პროდუქტებს წარმართულ ღვთაებებს, "ბატონებსაც" სწირავდნენ. საქართველოს მთიან რეგიონებში დღემდე შემორჩენილია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც საახალწლო სუფრაზე ტკბილეულთან ერთად თაფლით სავსე ჯამიც უნდა იდოს.
სწორედ ამიტომ იქცა საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტად სწორედ თაფლისა და ნიგვზის დამზადებული ნუგბარი - ყველასათვის საყვარელი გოზინაყი.
გოზინაყი — საახალწლო ტკბილეული. ახალი წლის მისალოცი თაფლის - აბრამიანის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, რაჭა) გოზინაყი ჩურჩხელას ეწოდებოდა. ქართველი ხალხის ძველი რელიგიის რწმენა-წარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და "ბატონებს" სწირავდნენ - თაფლს საშობაო კორკოტში ურევდნენ, კაკალს "ბატონებს" უკმევდნენ, (ბაზმა). სვანეთში ლიფანალის დღეობაზე თაფლისა და რძის ნაზავს ასხურებდნენ ხოლმე იმ გზას, რომლითაც ვითომც უკან ბრუნდებოდნენ მიცვალებულთა სულები.
აბრამიანი, ხონჩაზე გაწყობილი სააახალწლო მისალოცი (ღორის თავი, შაქარი, გოზინაყი, ჩირი, თაფლი, ჩურჩხელა, ბოღლიწო, აგრეთვე საახალწლო ბედისკვერები კრუხ-წიწილას, კომბლის, ძროხის ცურის, ხარის ქედის, ნამგლისა და სხვა ფორმისა). ახალი წლის გათენებისას ოჯახის უფროსი მამაკაცი აბრამიანით ხელში სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შემდეგ შიგ შევიდოდა და სამჯერ გაიმეორებდა: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა".
ოჯახის თითოეულ წევრს ღვინისა და თაფლში ამოვლებულ პურის ლეკმას - ბოღლიწოს - ჩამოურიგებდა და ეტყოდა, ასე ტკბილად დამიბერდიო. აბრამიანიდან დაკავშირებული საახალწლო რიტუალი სიუხვისა და დოვლათიანობის დასაბერებლად სრულდებოდა.
digest.pia.ge