გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველო ევროპის Top 20-ში და Top-10-შია

12-04-2019

მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2019 წ ინდექსის მიხედვით საქართველო კვლავ ევროპის საუკეთესო 20-ეულში მოხვდა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში I ადგილზე გავიდა. აგრეთვე პირველ ადგილზე გავიდა შესაბამისი შემოსავლების დონის ქვეყნების ჯგუფში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიეკუთვნება მსოფლიო მასშტაბით (დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნები).


კვლევის ინდიკატორთაგან განსაკუთრებით გამოსარჩევია კორუფციისაგან თავისუფლების მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველია; ევროპის საუკეთესო ოცეულში 15-ე ადგილზეა.


კორუფციისაგან თავისუფლების ინდექსი თავის მხრივ 4 მიმართულების რევიზიის საფუძველზე იწარმოება 1. აღმასრულებელი ხელისუფლება; 2 . სასამართლო ხელისუფლება; 3. შეირაღებული ძალები და პოლიცია; 4. საკანონმდებლო ხელისუფლება. ოთხივე მიმართილებით საქართველოს შესანიშნავი მაჩვენებელი აქვს.


კერძოდ, კორუფციისგან თავისუფლები მიხედვით:

1. აღმასრულებელ ხელისუფლება. საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 15-ე ადგილზე გავიდა.

2. სასამართლო ხელისუფება. საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 20-ე ადგილზე გავიდა.

3. შეირაღებული ძალები და პოლიცია. საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულში 9-ე ადგილზე გავიდა.

4. საკანონმდებლო ხელისუფლება. საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 12-ე ადგილზე გავიდა.

ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ათასობით ექსპერტი გამოიკითხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930