12-04-2019
ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა, ტერენტი გრანელს და საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა შვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი, - ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულო ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდა, ხმაურის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ზოიძის შეკითხვა გახდა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი პატარიძეს მას შემდეგ დაუსვა, რაც განათლების კომისიის თავმჯდომარემ მოხსენებისას ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია. ენმ-ს წევრმა პატარიძეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.
13-01-2025