გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში საგუნდო კოლექტივების საიუბილეო ტურს უმასპინძლეს

12-04-2019

დღეს სენაკში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების საიუბილეო მე-5 ეროვნული კონკურსის რეგიონული ტური გაიმართა.

ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული ოლიმპიადა ქართული ხალხური სიმღერის და საგუნდო ხელოვნების აღორძინებისა და განვითარების დიდ ეროვნულ საქმეს ემსახურება.


სულხან ცინცაძის სახელობის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ორგანიზებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარე კონკურსს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სახელოვნებო ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდის დირიჟორი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის მთავარი დირიჟორი, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის ფოლკლორული ანსამბლის ,,ბიჭები"" ლოტბარი არჩილ უშვერიძე, საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის ხელმძღვანელი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის - ,,ნიჭიერთა ათწლედის"" პედაგოგი და გუნდის ხელმძღვანელი, თბილისის ბავშვთა გაერთიანებული გუნდის მთავარი დირიჟორი, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ,,სალხინოს სასახლის კამერატა"" დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი შიო აბრახამია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოსწავლეთა ფიზიკური და ესთეტიური აღზრდის ექსპერტი, დოქტორი რუსუდან თაყაიშვილი (მოწვევით) და სენაკის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი, ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბავშვთა გუნდის ხელმძღვანელი, ჟიურის წევრი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან, ლოტბარი დიმიტრი კაკულია შედიოდნენ, მუნიციპალიტეტის 8 საგუნდო კოლექტივის შესრულებით ქართული საგალობლები, საგუნდო და ფოლკლორული სიმღერები მოისმინა და გასცა რეკომენდაციები.


ამავე დღეს, პროფესორმა არჩილ უშვერიძემ მუნიციპალიტეტის სახელოვნებო, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებისთვის მატერკლასები ჩაატარა.

კონკურსი, რომელიც ორ ტურად მიმდინარეობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.


მასში ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივი იღებს მონაწილეობას სამუსიკო, სახელოვნებო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან და კულტურის ცენტრებიდან.


რეგიონულ ტურში გამარჯვებული გუნდებს 11-12 მაისს დედაქალაქში გამართულ მეორე ტურში საერთაშორისო ჟიური შეაფასებთ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი დირიჟორებისგან დაკომპლექტდება.


კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერია, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი, ფონდი ქართული გალობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930