გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
რუსული რადიო: გადაიქცევა თუ არა შავი ზღვა ბრძოლის „ველად“?

12-04-2019

რუსეთის რადიო «Эхо Москвы»-ს გადაცემა «В круге Света»-ში საერთაშორისო პრობლემებზე და მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის („მგიმო“) პროფესორმა იური კობალაძემ, რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა ალექსეი არბატოვმა და სამხედრო მიმომხილველმა ალექსანდრე გოლცმა. გადაცემის წამყვანი - სვეტლანა სოროკინა.რუსეთის რადიო «Эхо Москвы»-ს გადაცემა «В круге Света»-ში საერთაშორისო პრობლემებზე და მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელეს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის („მგიმო“) პროფესორმა იური კობალაძემ, რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა ალექსეი არბატოვმა და სამხედრო მიმომხილველმა ალექსანდრე გოლცმა.


გადაცემის წამყვანი - სვეტლანა სოროკინა.


საუბრის დროს გადაცემის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსს, განსაკუთრებით ვრცლად აღნიშნეს ბოსფორ-დარდანელის სრუტეებთან დაკავშირებით მონტრეს კონვენციის მნიშვნელობა, დოკუმენტის ძირითადი დებულებები: ის, რომ სრუტეებში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო გემების გავლა შეზღუდულია, რომ მათი საერთო წყალწყვა (ტონაჟი) არ უნდა აღემატებოდეს 28-40 ათას ტონას და რომ მათ შავ ზღვაში ყოფნის უფლება მხოლოდ 21 დღის ვადით აქვთ.


მიმომხილველმა ალექსანდრე გოლცმა ილაპარაკა შავ ზღვაში ნატოს გააქტიურებისა და ამ ფონზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ: მისი თქმით, მოსკოვისა და თბილისის დამოკიდებულება განსაკუთრებით გაუარესდა ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2008 წლის აპრილიდან დაწყებული. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისათვის ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს [და უკრაინის] ნატოში მიღების თაობაზე (მართალია, პერსპექტივაში, მაგრამ მაინც) ძალზე არასასიამოვნო იყო. ამიტომაც რუსეთის ლიდერმა, რომელიც სამიტს ესწრებოდა, ყველაფერი გააკეთა, რომ არცერთს, არც საქართველოს და არც უკრაინას, ნატოში გაწევრიანების გეგმა - „მაპ“-ი არ მიეღო (აფხზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტორის გათვალისწინებით). 

„ესე იგი, მაშინვე, 2008 წელსვე, აშკარა გახდა, რომ საქართველოს პრობლემები შეექმნებოდა. როგორც ცნობილია, ნატოს წესდების შესაბამისად, ის ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული საკითხები მოუგვარებელი აქვს, ალიანსის წევრად მიღებული არ იქნება“, - თქვა ალექსანდრე გოლცმა, - „მართლაცდა, ძალიან რთულია დღეს იმის წარმოდგენა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.


სვეტლანა სოროკინა: ესე იგი, ეშმაკურ პოლიტიკას ვატარებთ?


ალექსანდრე გოლცი: იცით, ვინმე თუ ეშმაკობს, მის საპასუხოდაც იაშმაკებენ. მე საუბარი მქონდა ნატოს მკვლევარებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებასთან მიმართებით არის პრეცედენტი, რომლის თანახმად, შეიძლება რომელიმე ტერიტორიის გამორიცხვა ნატოში ამა თუ იმ სახელმწიფოს მირების დროს, ვთქვათ, როგორც ეს საფრანგეთის შემთხვევაში მოხდა, ალჟირთან მიმართებით.


ალექსი არბატოვი: მაგრამ ნატოში ხომ 29 წევრი-სახელმწიფოა? ახალი სახელმწიფოს მიღებისათვის 29-ვე წევრის თანხმობაა აუცილებელი...


ალექსანდრე გოლცი: დიახ, მაგრამ საქართველოს მაინც ცდილობს ნატოში გაწევრიანებას... თავის მხრივ, ალიანსიც ადასტურებს, რომ საქართველოს ამის უფლება აქვს და ის მიღებული იქნება, როცა სიტუაცია მომწიფდება.


ალექსეი არბატოვი: ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს საქართველო, მართალია, მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ უკრაინის საქმეებში აქტიურად არ ერევა. იმავდროულად, ჩემი აზრით, ბოლო ხანს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაც თითქოსდა შედარებით რბილი და უკეთესი გახდა. ამას ვგრძნობ, გინდაც ტელეგადაცემების მიხედვით.


სვეტლანა სოროკინა: მე კიდევ მგონია, რომ ვინმე ტუმბლერს გადართავს და საქართველოს ისევ ჩვენი მტერი გახდება...


ალექსეი არბატოვი: მტერ-მეგობრებთან დაკავშირებით. ყურადღება მივაქციოთ საინტერესო პარადოქსს: ჩვენი ორი ზღვა, რომელიც უშუალოდ გვეკვრის და რომელთა გამოც ასობით წლების განმავლობაში ვომობდით, ბალტიისა და შავი ზღვებია. ცივი ომის დროს ბალტიის ზღვაზე ბევრი მეგობრები გვყავდა - შვედეთისა და ფინეთის ჩათვლით. გერმანია და დანია მაშინაც ნატოს წევრები იყვნენ, მაგრამ ურთიერთობას ვახერხებდით. დღეს კი ბალტიის ზღვაზე არცერთი მეგობარი აღარ გვყავს. რაც შეეხება შავ ზღვას: იქაც ცივი ომის დროს, თურქეთის გარდა, ყველა ჩვენი მეგობარი იყო, ახლა კი სიტუაცია შებრუნდა - ყველა ჩვენი მტერია, თურქეთის გარდა, თუმცა ანკარასთან „მეგობრობაც“ ბრჭყალებში უნდა ჩაისვას.


-----------


საუბრის მონაწილეების პროგნოზით, შავ ზღვის რეგიონში შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია რუსეთისათვის, მაგრამ სანამ თურქეთი მტკიცედ იცავს მონტრეს კონვენციის დებულებებს, სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვა და შავი ზღვის აკვატორია სამხედრო-საზღვაო ბრძოლებსი არეალად არ იქცევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930