გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ნაცვლიშვილი: გირგვლიანის საქმეზე 2012 წლამდე ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ არავინ იცოდა მურუსიძის გვარი

12-04-2019

„გირგვლიანის საქმეზე 2012 წლამდე ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, ყველა ფიგურანტის და სავარაუდო ფიგურანტის გვარი, მაგრამ არავინ ჩვენს შორის არ იცოდა მურუსიძის გვარი“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა.


მისი თქმით, ეს თემა ხელისუფლებზე შტურმის მისატანად შეირჩა.


„ის, რომ ეს შერჩეულია ხელისუფლებაზე შტურმის მისატანად, ამას ისიც ცხადყოფს, როგორ და რანაირად მიმდინარეობდა გირგვლიანის საქმის განხილვა და სად იყო მართალი და სად იყო შემცდარი მისი ოჯახის ადვოკატი, დაზარალებულის ადვოკატი. ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება: მურუსიძის გვარი ყველამ ზეპირად ვიცით, არ არის ადამიანი, რომელმაც მურუსიძის გვარი არ იცის, გირგვლიანის საქმესთან კავშირში, მაგრამ, ვიცით თუ არა სხვა მოსამართლეების გვარები. ზოგადად, გირგვლიანის საქმე იყო საქართველოში დრეიფუსის დონის საქმე“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031