გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მარტივი ხელმისაწვდომობა ამ სექტორის მიმართ ინტერესს გაზრდის

3-02-2018

„ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, მომართვის საფუძველზე ინფორმაცია მიიღოს საქართველოში არსებული წიაღისეული რესურსების საბადოებისა და გამოვლინებების შესახებ ელექტრონულად და მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ წიაღისეულის მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმის ფარგლებში მიიღო, რაც ამ სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, ასევე ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი გარემოს შექმნას ემსახურება.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მარტივი ხელმისაწვდომობა გაზრდის ინტერესს ამ სექტორის მიმართ, ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031