13-04-2019
ჩვენი განზრახვაა, ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ორპოლუსიანი დახუთულობისგან, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ასე მგონია და ასე ვხედავ, რომ დაიხუთა ეს ასპარეზი და დაიხუთა ახალგაზრდებისთვის. ორივე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დღეს პოლიტიკური სივრცე მოიცვას, თითქმის, კერპთაყვანისმცემლობას ითხოვს. ახალგაზრდები ყოველთვის თავისუფლები არიან. თავისუფლებისკენ სწრაფვა მათი ცხოვრების წესია და გვინდა, რომ ამ მოძრაობას საფუძველი დავუდოთ, როგორც ერთ დროს აქ, ბევრი წლის წინ, სახალხო ფრონტს ჩაეყარა საფუძველი. ვიფიქრეთ, რომ „დაიცავი საქართველო“ ამ ნიშნით გაგვეცოცხლებინა“ – განაცხადა დავით მაღრაძემ.
დღეს ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეკრება გაიმართა. შეკრებას პოლიტიკური პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.
13-01-2025