14-04-2019
დღეს საქართველოში დედაენის დღეა, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს ქართველი სტუდენტებმა საპროტესტო აქციები და მანიფესტაციები დაიწყეს.
მათი პროტესტი ეხმიანებოდა მოსალოდნელ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა.
სტუდენტების პროტესტმა შედეგი გამოიღო და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
ზუსტად 41 წლის წინ რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათასობით ადამიანმა საკუთარი პროტესტით მიაღწია სასურველ შედეგს და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ნებას, გაუქმებულიყო ქართული, როგორც სახელმწიფო ენა.
13-01-2025