გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15-04-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითურად დაუკავშირდა და ნდობაში შევიდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადში ერიცხებოდა ზედმეტობა 112 000 ლარის ოდენობით, დაარწმუნა იგი, რომ სხვადასხვა მაღალი რანგის მოხელის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას დღგ-ს ნაწილში არსებული ზედმეტობის განაღდებაში, რაშიც მოსთხოვა 35 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან, ბრალდებულმა, წინასწარ მოითხოვა და გამოართვა 20 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930