გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ოპოზიციამ გვიპასუხოს, აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას უფლება იცოდეს, ვინ აფინანსებს კამპანიას, რომელიც პოლიციელების ცოცხლად დაწვას ახალისებს

16-04-2024

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციისგან ითხოვს პასუხს შეკითხვაზე, აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას უფლება იცოდეს, თუ ვინ აფინანსებს საქართველოში პოლიციელების ცოცხლად დაწვის მოწოდებას.

 

შეკითხვა მან დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვა, სადაც პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

 

სოზარ სუბარის თქმით, შედეგად ამ მოწოდებებს მოჰყვება ის, რომ პრეზიდენტი იწყალებს პრაქტიკულად მკვლელობის მცდელობის მოქმედ პირს, რომელსაც საზოგადოება ოვაციებით ხვდება.

 

„რიტორიკული კითხვა მექნება ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ. ხელში მაქვს მოძრაობა „სირცხვილია“-ს მომზადებული ბანერი - „მე ვისროლე“, რომელიც დაფინანსებულია დონორების მიერ. აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას უფლება იცოდეს, ვინ აფინანსებს კამპანიას, რომელიც პოლიციელების ცოცხლად დაწვას ახალისებს და მოგვიწოდებს ამგვარი ქმედებისკენ. შედეგად კი პრეზიდენტი იწყალებს ამ, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობის მოქმედ პირს და საზოგადოება მას ტაშით ხვდება. გვაქვს თუ არა ამის ცოდნის უფლება, ამ შემთხვევაში პასუხი ოპოზიციამ გაგვცეს," - აცხადებს სოზარ სუბარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930