გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

15-04-2019

სენაკში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ მავნელებთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პრეზინტაცია გამართა, რომლის ფარგლებში, მან ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ შედეგზე ისაუბრა. ასევე, დააანონსა სამომავლო გეგმები.


„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული ხედვის შესაბამისად კვლავაც აქტიურად გაგრძელდება მასშტაბური და ქმედითი ღონისძიებები“ - აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ.


სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, სააგენტოს მობილური რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელები მოგელი ჭედია და დევი სიდამონიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსლტაციო სამსახურის უფროსი გიორგი ხარგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.


მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანიას - მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას; მონიტორინგს, რომელიც გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრას; აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებებს - მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას;


სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებს, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიურ შესწავლას, გამოვლენას, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა საშუალებების ეფექტიანიობის დადგენას. ღონისძიებების განხორციელების პროცესში, რომელსაც კოორდინაციას სპეციალური სამთავრობო კომისია უწევს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ჩართული არიან შესაბამისი უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, აზიური ფაროსანას ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. მავნებლის იდენტიფიკაციას და ზუსტი არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი და მიტოვებული შენობები ვიზუალურად დაათვალიერეს და აღწერეს. პირველი ეტაპის მონიტორინგის შედეგების გათვალისიწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება, რომლის შედეგადაც შეწამვლითი ღონისძიებები დაიწყება. 2019 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 45 მილიონი ლარია გამოყოფილი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930